ამბროლაურში მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა გაიმართა.
გეგმები საქართველოს მთავრობის №488 განკარგულების საფუძველზე მომზადდა, რომელიც ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების“ გატარებას ითვალისწინებს.
განხილვაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები.
დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს.